Saturday, January 29, 2011

”ბარსელონა” 3-0 ”რეალი”; ”რეალი” 11-1 ”ბარსელონა”

ზუსტად როდის გახდა მადრიდის ”რეალი” ”რეჟიმის” გუნდი? დანამდვილებით არავინ იცის. თუმცა ეს არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოხდა, რაც გენერალმა ფრანკომ, 1939 წელს, კონტოლი დააწესა მთელს ესპანეთზე. დესპოტიზმი მცირე პანიკაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც თასის ფინალში ”სევილიამ” ადგილობრივი ”რასინგ ფეროლი” დაამარცხა. ასევე არსებობს ჩანაწერები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ, ის მაშინვე დაეხმარა მძიმე სიტუაციაში მყოფ მადრიდის "ატლეტიკს", შეუერთა რა გუნდი სამხედრო საჰაერო-ძალების გუნდს.მადრიდის "ატლეტიკს" სახელი შეუცვალეს და "ატლეტიკ ავიასიონი" უწოდეს (მოგვიანებით მას ”Atlético Aviación” შეარქვეს). ისინი აიძულებდნენ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მონაწილეობა მიეღოთ სამხედრო სამსახურში, რათა გამხდარიყვნენ მებრძოლი მხარის წარმომადგენლები.
ფრანკო მხოლოდ ამ ქმედებით არ შემოიფარგლებოდა - ახშობდა ყველას, ვისაც თავისი დამოუკიდებელი აზრი გააჩნდა. მაგალითად, კატალონიელებს. მაშინ, როდესაც 1943 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ”ბარსელონამ” 3:0 მოიგო მატჩი შინ, მიუხედავად იმისა, რომ მტრულად განწყობილი მადრიდის ”რეალი” მათ ”Las Cort”-ის სტადონიდან სდევნიდა, კიდევ რაღაც უნდა მოემოქმედებინათ.
ფრანკოს რეჟიმმა მოქმედება დაიწყო. უპირველესად, მათ უზრუნველვყვეს, რომ ატმოსფერო საპასუხო მატჩში ”რეალის” სტადიონზე ზე-საშინელი ყოფილიყო. "ესტადიო ჩამარტინის" ბრბო სასტიკად გულშემატკივრობდა თავიანთ გუნდს, მატჩის წინ ავრცელებდნენ რა სერიოზულ არგუმენტებს მადრიდულ გამოცემა YA-ს მეშვეობით. თავის მხრივ მადრიდელი ბრბოც შეგულიანებული იყო სამაგიეროს გადახდაზე - შედეგად მათ სტვენა არ დაიშურეს მოედნის შესასვლელში, შექმნეს რა თავისთვის ხელსაყრელი ატმოსფერო.
თამაშის დღეს კი, იმაში დასარწმუნებლად, რომ ”ბარსას” შეგნებული ჰქონდა ძირითადი მესიჯი, თამაშის დაწყებამდე ესპანეთის უსაფრთხოების დირექტორი ეწვია ფეხბურთელებს გასახდელში. დატენილი იარაღის თანხლებით მან მშვიდად შეახსენა სტუმართა გუნდის წევრებს, რომ ”თქვენ მხოლოდ იმ სულგრძელი რეჟიმის წყალობით თამაშობთ, რომელმაც ”არა პატრიოტობა” გაპატიათ.” ფეხბურთელებმა მათ მიმართ გამოთქმული მუქარა გაითავისეს. თამაშს მხოლოდ ერთი დასასრული უნდა ჰქონოდა. ”რეალმა” მალევე გაიტანა პირველი გოლი, ნახევარ საათში ანგარიშში უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ”ბარსა”, რომელსაც ეშინოდა სასიკვდილო განაჩენის, საკუთარი სურვილით დანებდა. თამაშის პირველი ნახევარი 8:0 დასრულდა. მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. თამაში 11:1 მორჩა.
და მაინც, ბევრი კარგი რამ გააკეთა მან ”რეალისთვის”. ფრანკოსთვის სამწუხაროდ, მათ ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" წააგეს, ანგარიშთ 0:1. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს არავინ აღიქვავს ”ბარსელონაზე” რეკორდულ გამარჯვებას სერიოზულად, ზოგიერთი ახლომხედველი მადრიდისტას გარდა. ყველაზე სამარცხვინო  ანგარიში ელ კლასიკოსი? რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ”რეალისთვის”. თუმცა, ყველაზე სამარცხვინო იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სასაცილო მარცხს ”ბერნაბეუზე”, ანგარიშით 2-6.

მასალა მომზადებულია ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის, Guardian-ის ცნობებზე დაყრდნობით


Read more: http://barcamania.ge/index.php?newsid=5700#ixzz1CRUidsk5

Monday, January 17, 2011

And Winner iiiiiiiiis, oh yes, Barcaa

 შეიძლება ცოტა თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ეს მონაცემები ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ამიტომ ვწერ.
 ლა ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ზამთრის ჩემპიონი გამოვლენილია, ეს არის კატალონიის "ბარსელონა", რომელსაც 52 ქულა დაგროვდა და 4 – ით გაასწრო უახლოეს მდევარს მადრიდის "რეალს".  ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ პირველი 19 ტურის შეჯამება, საუკეთესო ბომბარდირი, ასისტი და ..
საუკეთესო ბომბარდირი 
1. კრისტიანუ რონალდუ – 22
2. ლიონელ მესი – 18
3. დავიდ ვილია – 14 
ყველაზე მეტი პენალტის დამრტყმელი
1. კრისტიანუ რონალდუ – 5
2. ლუის გარსია – 4
2. დიეგო კასტრო – 4
ყველაზე ნაკლები გოლი გაშვებული
1. ვიქტორ ვალდესი – 0.58
2. იკერ კასილასი – 0.89
3. დიეგო ლოპესი – 1.05
საუკეთესო ასისტები
1. ლეო მესი – 13
2. ხავი პუერტა – 8 
3. დანი ალვეში – 7 
საუკეთესო მეპასე (ყველაზე მეტი ზუსტი პასი)
1. ჩავი – 1646
2. დანი ალვეში – 1623
3. ანდრეს ინიესტა – 1443
8. ლეო მესი – 1080
ყველაზე მეტი ნათამაშები დრო (წუთები)
1. ირაოლა – 1806
1. ირაისოსი – 1806
3. ლორა – 1802
4. კრისტიანუ რონალდუ – 1800

5. იკერ კასილასი – 1800