რომანტიზმი, ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში. XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აღმოცენდა. XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერუს ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი ყოველთვის იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთის მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორეს მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.
როგორც ვხედავთ რომანტიზმი ერთერთია იმ მიმდინარეობებიდან, რომელებსაც მყარად აქვთ ფესვი გადგმული ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ახლა კიდევ უფრო მიჭირს მივხვდე, რატომ უნდა მრცხვენოდეს ამ რომანტიკოსის სტატუსის ტარების გამო.
დავინტერესდი, ჩემი ,,ფრენდების" რამდენი % იზიარებდა ჩემს აზრს და პატარა გამოკითხვა ჩავატარე.
- რა აზრი გაქვს რომანტიკოს ადამიანებზე?
- ე.ი. რომანტიზმი და საერთოდ, რომანტიკოსი ადამიანები, მე როგორც ვიცი, არიან ისეთები, რომლებიც, წარსულის იდეალებს მიეტრფიან...ანუ დგევანდე; დღეში ვერ ხედავენ წინსვლასა და წარმატებას, ნუ ვერ ხვდებიან საითკენ მიდის ცხოვრება. მაგალითად ქართული რომანტიზმი და რომანტიკოსები, ძირითადად სამშობლოს აიდეალებენ (რა თქმა უნდა დავითის და თამარის ეპოქას მისტირიან). ევროპელი რომანტიკოსები ძირითადად სიყვარულის სფეროტი იყვნენ შემოსაზღრულნი.
- როგორ ფიქრობ, რომანტიკოსი ადამიანები სუსტები არიან?
- სუსტი რატომ? - იმიტომ რომ ნამდვილ და ჭეშმარიტ სიყვარულს მიეტრფიან? არა, ეგ სისუსტე არაა და შემცდარა თუ ასე ფიქრობს ვინმე.
- შენ თუ ხარ რომანტიკოსი?
- რა გითხრა. არ მიფიქრია ამ თემაზე. უფრო არა, იმიტომ რომ მე უკეთესი მომავლის მოლოდინში უფრო ვარ, ვიდრე წარსულის ყურებაში. ალბათ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ჯერ არ გამიცდია.
- რომანტიკოს ადამიანებზე რას ფიქრობ?
- ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ოღონდ რომანტიზმმა რეალობას ძალიან არ უნდა დააშოროს ადამიანი. ისე თავისი საქმისა თავად იციან.
- მაინტერესებს, რომანტიკოსის წოდება შენი გადასახედიდან სამარცხვინოა თუ არა.
- არა, რა თქმა უნდა.
- შენ თუ ხარ რომანტიკოსი?
- კი :დ
- რაში გამოიხატება?
ჩემს ხედვაში, გარკვეული საკითხებისადმი მიდგომაში. და საერთოდ, რომანტიკოსობა არ ასოცირდება მაინცდამაინც იმასთან, რომ ვინმე გიყვარდეს. ანუ ბევრს ეშლება ეს. რომანტიკოსობა არის ლამაზი მიდგომა ყველაფრისადმი.
- რომანტიკოს ადამიანებზე რას ფიქრობ?
- მგონია, რომ გულის სიღრმეში ყველა რომანტიკოსია.
- რამდენიმე დღის წინ წავიკითხე სტატუსი, სადაც ეწერა, რომ რომანტიკოსის წოდება სამარცხვინოა. ამაზე რას ფიქრობ?
- ნუ, ეხლა ეს მაგათი აზრია, მაგრამ მგონია ყველა რომანტიკოსია, ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერ მოიშორებ. თუ ვიღაც გიყვარს უეჭველი რომანტიკოსი ხარ. და არ არსებობს ისეთი ადამიანი ვისაც არავინ არ უყვარს.
- რომანტიკოს ადამიანებზე რა აზრის ხარ?
- ,,ლაითად" რომანტიკოსობა კარგია, მაგრამ თუ ნამეტანი ხარ ეგ აღარაა კარგი.
- შენ თუ ხარ რომანტიკოსი?
- ალბათ ცოტათი კი.
- რომანტიკოსობას ადამიანი მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს როცა შევარებულია?
- თუ სულით რომანტიკოსია არ სჭირდება ,,ლოვე", მაგრან ნაკლებად რომანტიკოსები ალბათ კი.
არ ვიცი თქვენ რა დაინახეთ ამ გამოკითხვიდან, მაგრამ მე დავინახე, რომ ადამიანები არც ისე ცუდად არიან განწყობილნი რომანტიკოსების მიმართ.