
2009 წელი: ერთ წელში მოპოვებული ყველაზე მეტი ტიტული:(6) ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ესაპენთის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (მსოფლიო რეკორდი)
2008/09 წლის ''ბარსა'' ერთადერთი კლუბია, რომელმაც ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის თასი ერთ სეზონში მოიგო.
''ბარსამ'' 2010/11 წლის სეზონის ნახევარში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი და მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა: 52 ქულა და 61 გოლი 19 მატჩში. (17 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება)
2009/10 წლის სეზონში გუნდმა მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა ლა ლიგის ისტორიაში: 99 ქულა ( ეს ასევე გახლავთ, ყველა ევროპული ლიგის რეკორდი)
ყველაზე მეტი მოგება ლა ლიგაში: 2009/10 წლის სეზონში ''ბარსამ'' ლა ლიგაში 31 მატჩი მოიგო, იგივეს გაკეთება შეძლო ''რეალმა''. ეს ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდია.
ყველაზე მეტი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვება ლა ლიგაში: (16) ზედიზედ დამარცხებული: ''ვალენსიას'', ''საარგოსა'' , ''სევილია'', ''ხეტაფე'', ''ვილიარეალი'', ''ალმერია'', ''რეალ მადრიდი'', ''ოსასუნა'', ''სოსიედადი'', ''ესპანიოლი'', ''ლევანტე'', ''დეპორტივო'', ''მალაგა'', ''რასინგი'', ''ერკულესი'', ''ატლეტიკო მადრიდი''. (ეს როკერდი ''სპორტინგთ
ან მატჩში შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს.)
ყველაზე მეტი გასვლითი გამარჯვება ლა ლიგაში: (13) ეს შედეგი ''ბარსელონამ'' 2008/09 და 2009/10 წლის სეზონში აჩვენა. ეს რეკორდი შეიძლება წელს მოიხსნას.
ყველაზე მეტი ზედიზედ გამარჯვე გასვლაზე: 2008 წლის 21 სექტემბრიდან, 2009 წლის 11 იანვრამდე. ამ დროის განმავლობაში ''ბარსამ'' 13 შეხვედრის ზედიზედ მოგება მოახერხა გასვლაზე. 8 მატჩი ლა ლიგაშიმ, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ესპანეთის თასზე.
ზედიზედ მოგებული 10 მატჩი გასვლაზე, ლა ლიგაში: 2010/11 წლის სეზონში ''ბარსამ'' ლა ლიგაში ყველა გასვლითი მატჩი მოიგო. დაწყებული ჩემპიონატის გახსნითი მატჩიდან ,რომელიც კლუბმა ჩაატარა ''რასინგთან''. ამის შემდეგ მათ ''ატლეტიკოს'', ''ატლეტიკის'', ''სარაგოსას'' ''ხეტაფის'', ''ალმერიის'', ''ოსასუნის'', ''ესპანიოლის'', ''დეპორტივოს'' და ''ერკულესის'' დამარცხება შეძლეს. (ეს რეკორდი შესაძლოა ''ხიხონთან'' გაგრძელდეს.)
გუნდი, რომელმაც გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგის გასვლით მატჩებში: 2008/09 წლის ''ბარსამ'' ლა ლიგაში, გავლით მატჩებში, 44 გოლის გატანა მოახერხა, რაც ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდია.
საუკეთესო ბურთების შეფარდება ლა ლიგაში: 2009/10 წლის სეზონში, ''ბარსას'' გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა +74 ს შეადგენდა.
ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ სეზონში: 2009/10 წელს ''ბარსელონამ'' 59 ოფიციალურიდან , 45 მატჩი მოიგო.
პირველი წრე წაუგებლად: 2009/10 წელს, ''ბარსამ'' ლა ლიგაში, პირველი წრე წაუგებლად ჩაატარა. (15 მოგება და 4 ფრე)
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული გასვლითი მატჩი ლა ლიგაში: 2010/11 წელი: ''ალმერია'' – ''ბარსა'' (0:8). ეს შედეგი კლუბმა 1959 წელსაც აჩვენა. მაშინ მათ გასვლაზე ''ლას პალმასს'' 8 უპასუხო გოლი გაუტანეს.
ლა ლიგის მოგება ყველაზე მეტი გოლით: 2008/09 წელს, ''ბარსამ'' ლა ლიგა 105 გატანილი ბურთით მოიგო. რეკორდო ''რეალს'' ეკუთვნის. 1989/90 წლის სეზონში მათ 107 ბურთი გაიტანეს.
ლა ლიგის მოგება ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიით: 2009/10 წლის სეზონში, ''ბარსელონამ'' 21 მატჩი წაუგებლად განვლო. (17 მოგება. 4 ფრე). რეკორდი ''რეალს'' ეკუთვნის. 1979/80 წელს, მათ 32 მატჩი წაუგებლად ითამაშეს.
Read more: http://barcamania.ge/index.php?newsid=5892#ixzz1DZfOSsXP
No comments:
Post a Comment