1983 წლის 6 მაისს, ბრაზილიაში დაიბადა დანიელ ალვეშ და სილვა. მისი კარიერა ბრაზილიურ კლუბ ბაჰიაში დაიწყო. შემდეგ იყო ესპანური სევილია, სადაც მან 6 შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მოიგო ორი უეფას თასი (ახლანდელი ევროპის ლიგა) და ესპანეთის სამეფო თასი. 2008 წლის ზაფხულში დანიელი ბარსელონას გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. მან ორი ლა ლიგის, ერთი სამეფო თასის, ორი ესპანეთის სუპერ თასის, ერთი ევროპის სუპერ თასის, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო საკლუბო ჩამპიონატის მოგება შეძლო.
2009 წელს მან ჩამპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერის წინააღმდეგ, გამოტოვა. დანი ახლაც ფინალშია და მეტოქე კვლავ მანჩესტერია. მოდით ერთად მივულოცოთ დაბადების დღე და წარმატება ვუსურვით მას, როგორც ფინალში, ისე ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment