საქართველო - დემოკრატიული ქვეყანა, სადაც სიტყვის, მოქმედების, გამოხატვის თავისუფლებაა. ხალხი ბედნიერია, არაფერი უჭირთ, არ აწუხებთ კითხვები: როგორ გადავრჩეთ, როგორ ვიმყოფინოთ მიზერული პენსია თუ ხელფასი საკვებისთვის, ჩაცმისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის. მართლაც რომ ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება. ვანო ჯავახიშვილის თქმის არ იყოს, მეც ამ დროს გამომევიძება ხოლმე, ან მაღვიძებენ.
ჯერ 17 წლის ვარ, მაგრამ უკვე ვმუშაობ, თანაც პროფესიით, რომელსაც სულ მალე მაღალ დონეზე დავეუფლები. მოკლედ, ერთ პატარა ტელევიზიაში ვარ, ტელეწამყვანის პოზიციაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ხელშეკრულებაში. სიუჟეტების გაკეთება, საინფორმაციოს წაყვანა, მონტაჟი და ყველა ის გადაცემა, რაც ჩვენთან გადის, ჩემი გასაკეთებელია. ხელფასი რამდენი მაქვს? ნუ მკითხავთ, მაინც ვერ გიპასუხებთ. უბრალოდ ჩემს უფროსს შერცხვება.
როდესაც აქ მოვდიოდი, არ მეგონა ,,ტყუილის" თქმა თუ მომიწევდა. მთლად ტყუილიც არა, მაგრამ შელამაზებული რეალობა ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ. ახლა ჩვენთან არჩევნები ახლოვდება, ქალაქის ქუჩები კი კეთდება, კეთდება და კიდევ ერთხელ კეთდება. მეც უფროსის დავალებით ვიღებ ამ ქუჩებს და ,,არ" ვხვდები, რომ ამით წინა საარჩევნო კამპანიას ვეწევი.
თითქმის ყოველდღე ვუსმენ მართლაც ზე-ფაზებს. ,,ადრე ასე კი არ კეთდებოდა ყველაფერი, ეს ახლა შეეჩვიეთ ახალგაზრდები, მოთხოვნაც გაქვთ, რატომ არ უნდა აკეთებდნენო". მეუბნება უფროსი. მეკი ვხვდები, რომ აქ დასარჩენი დღეების რიცხვი უკვე თითზე ჩამოსათვლელია.
საქართველო - დემოკრატიული ქვეყანა. მე ვამბობ ყვეაფერს რასაც ვფიქრობ და მინდა ვთქვა.
აღარ მინდა გამომეღვიძოს, მინდა რეალობაში ხდებოდეს ასე და მომავალმა თაობამ აღარ იკითხოს: სიტყვის თავისუფება - რა ხილია?
ყოჩაღ თეონა, მომეწონა. სიმართლეა რომელიც მეტნაკლებად ყველამ იცის...
ReplyDelete